ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 285 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2672-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 26 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1175 გახდა, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არ გაზრდილა და კვლავაც 27-ს შეადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო