ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ინფექციური საავადმყოფოს საწოლფონდი 100 %-ით არის შევსებული

ინფექციური საავადმყოფოს საწოლფონდი 100 %-ით არის შევსებული. ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს დამატებითი სარეზერვო საწოლების განთავსებას კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი ავადმყოფების მისაღებად. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალა ჩოჩიევამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „წითელ ზონაში“ ჰოსპიტალიზებულია 11 ადამიანი, ამბულატორიულად მკურნალობს კორონავირუსით დაინფიცირებული 25 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს საწოლფონდი მთლიანად შევსებულია. დღეისთვის მიმდინარეობს სარეზერვო საწოლების მომზადება ავადმყოფთა მისაღებად ბავშვთა საავადმყოფოში“, - განაცხადა ჩოჩიევამ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ 132 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რომელთაგან ვირუსი 30-ს დაუდასტურდა. პანდემიის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, 16 ოქტომბრის დილამდე დარეგისტრირებულია კორონავირუსის 227 შემთხვევა.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს