სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ