„ევროპული საქართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირინა აფხაზავა ჩაქვში ადგილობრივებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირინა აფხაზავა ჩაქვში, ჩაის უბანში, ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივების განცხადებით, მძიმე ეროზიული პროცესებია განვითარებული და მეწყერსაშიშროებაა. აფხაზავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას აქვს გეოლოგიური დასკვნა, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული ადამიანები. აფხაზავამ აღნიშნა, რომ გარდა ამ პრობლემისა, არის სამელიორაციო და სანიაღვრე პრობლემები, ამავდროულად, ახლოს მდებარე ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ჯანმრთელობას.

აფხაზავას განმარტებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასრულდება უყურადღებობა და უპესპექტივობა და დაიწყება გარდამტეხი ცვლილებების ეპოქა.

„კარდაკარის მსვლელობის დროს მოვხვდი ჩაქვის ჩაის უბანში. ჩიბურდანიძეების დასახლებაში, სადაც დამხვდა შემაძრწუნებელი სიტუაცია. მოსახლეობა სტიქიას ებრძვის წვიმის დროს, 40 ოჯახი არის მეწყერსაშიშ ზონაში, სადაც ვაკე ადგილებიც კი ჩარეცხილია, მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს ყველაფერი გაგვეშუქებინა და მიგვეტანა თითოეულის ყურამდე, რომ მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამ პრობლემასთან ერთად არის ისიც, რომ აქ არის ნაგავსაყრელი, რითაც მოსახლეობა იწამლება. არის ასევე გზის პრობლემა და სანიაღვრე პრობლემები, არ არის ჩატარებული სამელიორაციო საქმიანობა. ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი პასუხი არის, რომ ეს ხალხი თავისი სახსრებით გადავიდეს იქ, სადაც თვითონ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამ ადამიანებს ემუქრებათ რეალური საფრთხე, ხელისუფლების უყურადღეობას და ამ მძიმე მდგომარეობიდან ამოსვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რათა ქვეყანა წავიდეს წინ“, - განაცხადა აფხაზავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო