აჭარაში კორონავირუსისგან 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 131 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში რეგიონში გამოჯანმრთელებულია 4852 პაციენტი და დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა.

"აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 590 პაციენტი, აქედან 19 არასრულწლოვანი და 28 ორსულია. 53 პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული, ხოლო კლინიკებში 29 თავისუფალი საწოლია. Covid სასტუმროებში - 885 პაციენტია, აქედან 62 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 1300-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან",- აცხადებენ უწყებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?