ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 204 პაციენტიდან 44 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 204 პაციენტიდან 44 რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

როგორც კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"ზოგადად კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის მძიმე, 22 პაციენტს ჟანგბადს მუდმივ რეჟიმში ვაწვდით და შეიძლება ითქვას, რომ ეს პაციენტებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. ამ დროისათვის პაციენტების მონიტორნიგი მიმდინარეობს და დღის განმავლობაში რამდენიმე გამოჯანმრთელებულს გავწერთ ან საკარანტინო სივრცეში გადავიყვანთ",- აცხადებს კიკაბიძე

ცნობისთვის, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს