კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 14 შიდა ქართლში დაფიქსირდა, ერთ-ერთი ინფიცირებული ტელეკომპანია ,,დიას” ჟურნალისტია

კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 14 შიდა ქართლში დაფიქსირდა, ერთ-ერთი ინფიცირებული ტელეკომპანია ,,დიას” ჟურნალისტია. კოვიდინფიცირებულ ჟურნალისტს მკურნალობა სტაციონარში უტარდება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 4 არასრულწლოვანია.

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში დადასტურდა 14 ახალი შემთხვევა. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაწილს მკურნალობა უტარდება სტაციონარში, ნაწილს კი - ბინაზე. ინფიცირებულთაგან 4 არასრულწლოვანია, ერთი კი, თქვენი კოლეგაა, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. უკვე მოძიებულია მისი სამსახურებრივი კონტაქტები და ყველა პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე კი გრძელდება ოჯახური და სხვა კონტაქტების დაზუსტება. სულ რეგიონში 163 ინფიცირებული გვყავს, აქედან 38 პირს ბინაზე უტარდება მკურნალობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი, 87 პირს კი მოეხსნა თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია. მთლიანობაში, ამ დროისთვის, რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება 643 ადამიანი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო