ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი - რაც გუშინ ბულვარში ხდებოდა მიუღებელია, ეს ავადობის მატებას გამოიწვევს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ შეკრებას გამოეხმაურა.

როგორც გია კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონში პანდემიის პირობებში მასშტაბური ღონისძიების ჩატარება დაუშვებელი იყო, რადგან ეს ინფიცირებულთა მატებას გამოიწვევს.

"არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვეკუთვნი, ის რაც ხდებოდა ბულვარში მიუღებელია. პანდემიის პირობებში ამდენი ადამიანის ერთად შეკრება, დაუშვებელია. ეს ავადობის მატებას გამოიწვევს", - განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო