ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. „მთავარ სანიტარულ ექიმ“ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, გარდაცვლილი, რომელიც პანდემიის დაწყების დროიდან ცხინვალში დაღუპული პირველი პაციენტია, 88 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც აწუხებდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის დღიდან, ცხინვალში კოვიდ 19-ის 197 შემთხვევა გამოვლინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა