გოჩა ენუქიძე ხელედის თემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედის თემის სოფლების - ხელედის, ლესემას, წანაშის, ფაყის, ცხუმალდის, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიის ცნობის, შეხვედრაზე პრობლემებზე, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. გოჩა ენუქიძის განცხადებით, ლენტეხი - ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთი რეაბილიტირდება. აღნიშნული საავტომობილო გზით ხელედის თემის სოფლების- ხელედის, ლესემას, წანაშის, ტვიბლების, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობაც ისარგებლებს.

სამუშაოებისთვის, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 536 110.00 მლნ ლარია, ტენდერი უკვე გამოცხადდა. "მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია პრობლემების გადაჭრის მთავარი გზაა, ამიტომ გპირდებით, კვლავ ვიქნები პარლამენტის აქტიური წევრი ჩემი სამაჟორიტარო ოლქის სასიკეთოდ"- აცხადებს გოჩა ენუქიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს