ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გენადი ბეკოევს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბეკოევის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
„პირველ დღეს ტემპერატურის უმნიშვნელო მატება აღენიშნებოდა. ამჟამად კი ტემპერატურა ნორმალურია", - აცხადებენ ე.წ. პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გენადი ბეკოევი თვითიზოლაციაში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ.პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა.