პრემიერი - დიდი წინაპრების გზის გაგრძელება,  თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

გპირდებით, რომ იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეს ექნება სურვილი გადადგას პირველი ნაბიჯები, აიღოს გარკვეული რისკი საკუთარ თავზე, დაიწყოს ბიზნესი, გლეხის მაგივრად გახდეს ძლიერი ფერმერი, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაუდგება გვერდით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარტვილში, „ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

მან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა 2021 წლიდან გამოაცხადებს გაზიფიცირების 3-წლიან გეგმას, რომელიც შესაძლებელს გახდის სამეგრელოს გაზიფიცირება დასრულდეს. ამასთანავე, მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი აქტიურობაა საჭირო რათა ეკონომიკის ისეთი სფეროები, როგორიც არის ჩაის, თხილის, ყურძნის მოყვანა და წარმოება სამეგრელოში კიდევ უფრო განვითარდეს.

გახარიამ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს მომავალი 4 წლის დეტალური გეგმა.

„დიდი წინაპრების გზის გაგრძელება არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის, პაუხისმგებლობა, პირველ რიგში, წარსულის წინაშე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავლისა და მომავალი თაობების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა ვხედავთ, რომ პროგრესი სახეზეა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასრუქტურა, ბევრი რამ კეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რემონტისთვის, პროცესში ვართ სასმელი და საირიგაციო წყლის წესრიგში მოსაყვანად, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და გასაგრძელებელი ერთად. ძალიან ბევრი ქვეყნისა და მარტვილისთვის მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში. უნდა დავასრულოთ მარტვილის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება და არა მხოლოდ მარტვილის, არამედ სამეგრელოში ბევრი მუნიციპალიტეტები გაზის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ მთავრობა 2021 წლიდან კიდევ გამოაცხადებს გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამეგრელოს გაზიფიცირება გავიყვანოთ ბოლოში.

მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ რაიონში შემდეგი 4 წლის განავლობაში რა უნდა გავაკეთოთ და რა არის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი. ამისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების წესრიგში მოსაყვანად დახარჯავს, მინიმუმ, 20 მილიარდ ლარს და, რა თქმა უნდა, ეს მარტვილსაც შეეხება.

მარტვილში უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარებასთან ერთად სოფლის მეურნეობაც. ბევრი პროექტი დაიწყო აქ, თუმცა ცოტა მეტი უნდა ვიაქტიუროთ და ეკონომიკის ისეთი ტრადიციული სექტორები, როგორიც არის ჩაი, თხილი, ყურძენი, მეღვინეობა, ეს ყველაფერი უნდა განვავითაროთ. აუცილევლად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, ამისთვის დავიწყეთ განათლების რეფორმა. ჩვენ, საბოლოოდ, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ახაგაზრდა თაობისთვის არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა მარტვილში ცხოვრობს თუ თბილისში. განათლების მიღების დონე თანაბარი უნდა იყოს ყველგან, ეს არის ნორმალური ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი,“- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა