„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები თერჯოლაში მეფუტკრეებს შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები თერჯოლაში, სოფელ ფუზის ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდნენ. ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც საკუთარ ამომრჩევლებთან განხორციელებული პროექტებით მიდის.

„ჩვენი ხელწერა საქმის კეთებაა და არა ყალბი დაპირებები. სწორედ ამის შედეგია ის არაერთი პროექტი, რომელიც ეფექტურად ავამოქმედეთ და ამ კურსს არც მომავალში დავკარგავთ“, - განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, თბილისში, „თავისუფალმა საქართველომ“, უკვე პირველი აფთიაქიც გახსნა, რომელიც „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ეგიდით ამოქმედდა.

„სულ მალე ეს კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. სწორედ თქვენი ხმები იქნება ჩვენი მომდევნო საქმიანობის ეფექტურობის განმსაზღვრელი პარლამენტში. ის რაც წინა და მოქმედმა ხელისუფლებებმა ვერ და არ შეძლეს, ჩვენ ოპოზიციიდან, საკუთარი ძალებით განვახორციელეთ. ვაპირებთ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას, ჩვენი გუნდი მზად არის მაქსიმუმი გააკეთოს ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის. ამ პასუხისმგებლობით, მზად ვართ ქართულ მეფუტკრეობასაც დავეხმაროთ და მისი განვითარების პოგრამას მაქსიმალრად შევუწყოთ ხელი. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოში ადგილობრივი მეწარმეობა განვითარდეს. ქვეყნის ბაზარი იმპორტირებული ნაწარმით არ უნდა გაივსოს, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას კონკურენციის საშუალებასაც კი აღარ აძლევს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

დღესვე, “თავისუფალმა საქართველომ” საკუთარი წარმოების საექსპორტო ქართული თაფლის პრეზენტაციაც გამართა.

სოციალური საკითხების გარდა, პარტიის ლიდერმა პოლიტიკური შეფასებებიც გააკეთა.

„არ ენდოთ ე.წ. სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რომელიც მოსახლეობაში ქმნის იმის ილუზიას, რომ თითქოს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მეტი ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პარტია აღარ არსებობს. ამ ორი ერთმანეთზე უარესი ძალის მიღმა, არსებობს კიდევ სხვა არჩევანი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი განსასაზღვრია. სწორედ თქვენ უნდა მიანიჭოთ ლეგიტიმაცია მესამე ალტერნატიულ გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი საზოგადოება, კვლავ „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ ტყვეობაში აღმოჩნდება“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე აზრით, დღეს ეს ორი პარტია, ქვეყანაში „ქვის სროლის პოლიტიკას“ ახორციელებს და ძალადობას, ძალადობითვე პასუხობს.

„საქართველოში, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებები ერთმანეთს ქვის სროლით უპირისპირდებიან. წარმოიდგინეთ რომელიმე ევროპული სახელმწიფო, სადაც ქვეყნის მმართველი ძალები ოპონენტებს ამ მეთოდით ებრძვიან, ასეთ კრიმინალებს ხალხი არა თუ ხელისუფლებაში დააბრუნებდა, ან დატოვებდა, არამედ სამუდამოდ მოისვრიდა პოლიტიკურ სანაგვეში. ამიტომაც მოგიწოდებთ, ვიდრე გააკეთებთ არჩევანს და საარჩევნო ბიულეტენზე რომელიმე კონრეტულ რიცხვს შემოხაზავთ, კარგად გაიაზრეთ საკუთარი გადაწყვეტილება, ვინაიდან ქვეყნის მომავალ ბედზე პასუხისმგებელი, სწორედ თქვენ ხართ. არჩევნების შედეგებს ხალხის ნება განაგებს და არა ყალბი სოციოლოგიური კვლევები“,- აღნიშნა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა