თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე -  ამაზრზენია, როცა ჟურნალისტის მიმართ ხორციელდება ასეთი მიმართვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, იგი თვითმმართველობის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, თუმცა მომხარდზე გუნდის შიგნით მსჯელობა მიმდინარეობს.

"როცა წინა შემთხვევებში კონკრეტულ თვითმმართველობაში მოხდა კონკრეტული გადაადგილებები, ბრალს მდებდით თვითმმართველობის საქმეებში ჩარევაში. სამწუხაროდ, ამაზრზენია როცა ჟურნალისტის მიმართ ხორციელდება ასეთი მიმართვა, ახლა მთხოვთ, რომ თვითმმართველობაში პირდაპირ ჩავერიო. ვთქვი და განვაცხადე, რომ კონკრეტული თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, შეეშალა და ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, გუნდის შიგნით, ასევე სხვა მიმართულებით მიდის მსჯელობა და როცა შინაარსობრივად იქნება დასკვნები გაკეთებული, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ეყოს იმის პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახის წევრების აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

მისი თქმით, მოკვლევის შედეგად გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა თედორაძეების ოჯახს ხელვაჩაურის მერიაში განაცხადი შეტანილი მოსალოდნელ საფრთხეზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მსგავსი დოკუმენტი ჯერ ვერ მოიძებნა.

ცნობისთვის, სტიქიის შედეგად დაზარალებული თედორაძეების ოჯახი ხელვაჩაურის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, უწყებას მიმართეს, თუმცა სტიქიის ზონა სათანადოდ არ შეისწავლეს, რასაც ადამიანების გარდაცვალება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა