გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას საჭიროდ მიიჩნევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ აპირებს მოსკოვთან დიალოგზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა. მაასის განცხადებით, მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნება საჭიროა საერთაშორისო კონფლიქტების დასარეგულირებლად.

„ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან ვართ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ლიბიაში სიტუაციის დარეგულირებისა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში. ყველა ამ ფორუმის ფარგლებში საუბარი მიმდინარეობს ცეცხლის შეწყვეტაზე“, - აღნიშნა ჰეიკო მაასმა გამოცემა RedaktionsNetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში, რომელიც 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ინტერვიუს თარგმანს „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინტერვიუში მაასმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და ლიბიაში სახეზეა პროგრესი, ამიტომ მოსკოვთან დიალოგი არ შეწყდება.

მაასმა ხაზი გაუსვა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად, რაც ევროპის მხრიდან სწრაფ და მკაფიო პასუხს მოითხოვს. „სამწუხაროდ, გერმანიას მოსკოვთან სხვა კონფლიქტური საკითხებიც აქვს. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან რთული რჩება“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა