თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის სახლთან მოშიმშილეების აქციას გამოეხმაურა

აჭარის მთავრობის სახლთან მოშიმშილე მოქალაქეების აქციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საკითხზე მუშაობს.

"ჩვენ ოპერატიულად 200-ზე მეტ მოქალაქეს შევხვდით. 958 განაცხადი ერთიან რეესტრში გვაქვს მოქცეული. საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მივმართეთ, იმ მანდატის ფარგლებში, რაც აჭარის მთავრობას აქვს. იცით, რომ ეს იმდენად სისტემური პრობლემაა, ერთ და ორ დღეში ვერ წყდება, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სადაც ეს საქმეები უნდა გადაწყდეს, მაქსიმალურად იყოს ჩვენი ჩართულობა",- განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები აქციას მართავენ და პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად კი 7 ადამიანი შიმშილობს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, საბანკო სესხების უპროცენტო გადავადება მოხდეს და სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის გაცემა პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს