„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ზესტაფონში მხარდამჭერებს შეხვდნენ

ქვეყნის კრიმინალური, კლანური მართვა უნდა დამთავრდეს და ეს დასასრული თავად ხალხმა უნდა გააფორმოს 2020 წლის 31 ოქტომბერს”,- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ზესტაფონში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

კახა კუკავას განცხადებით, არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მმართველობის ახალ ფაზაში უნდა გადავიდეს.

„ხელისუფლება ქვეყნის მმართველობის 8 წელს ითვლის. ალბათ, ახლაც გახსოვთ „ქართული ოცნების“ დაპირება 100 ქარხნის „აგუგუნების“ შესახებ.

ერთ დროს ამ ქალაქში ქარხნები მართლაც გუგუნებდა, მაგრამ ახლა რაც ხდება ყველას კარგად მოგეხსენებათ. ის რაც ოცდაათწლიან ძარცვას გადაურჩა, დღეს ისიც სულს ღაფავს, მუშახელი კი იმდენად კაბალურ პირობებში მუშაობს, რომ თვიდან-თვემდე ვალიდან-ვალით უხდება საკუთარი თავისა და ოჯახების რჩენა. ქვეყნის კრიმინალური, კლანური მართვა უნდა დამთავრდეს და ეს დასასრული თავად ხალხმა უნდა გააფორმოს 2020 წლის 31 ოქტომბერს.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად აცხადებს: ქვეყანაში უნდა დასრულდეს მიგრანტებისთვის ბინადრობის უფლებების დაკანონება, ადგილობრივ პროდუქციას განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, ასევე მევახშეობა უნდა აეკრძალოთ ბანკებს, ხოლო უცხოეთში გახიზნული ქართველები, საკუთარ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და მათ სამუშაო ადგილებზე, მონოპოლისტური პრინციპებით დასაქმებულმა უცხოელებმა არ უნდა იმოქმედონ“,- განაცხადა კუკავამ.

ზესტაფონელებს, დღეს იმერეთის მაჟორიტარმა დეპუტატმაც მიმართა.

გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც 8 წლის განმავლობაში ხალხის მოტყუებით არის დაკავებული, სახლში უნდა წავიდეს.

„ორმილიონამდე ქართველი ემიგრაციაშია, ხოლო ქვეყანაში დარჩენილი სამი მილიონი ქართველი, სიღარიბისა და სიღატაკის მძევალი გახდა. აი, ეს მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ მილიარდერის დაპირებების ფონზე და სანამ ქვეყანა მთლიანად არ „დაიხურა“, ყველამ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. არსებული ჭაობიდან ამოსვლის რეალური შანსი 31 ოქტომბრის არჩევნებია, ამ შანსს კი, გონივრული გამოყენება სჭირდება“,-განაცხადა გოგი წულაიამ.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა