ბორჯომში, უბნებს შორის გამარჯვებული ყვიბისის საფეხბურთო გუნდი გახდა

ბორჯომში, უბნებს შორის ფეხბურთის 7x7-ზე ჩემპიონატის გამარჯვებული ყვიბისის საფეხბურთო გუნდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ტურნირის ჩემპიონს ბორჯომის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, 900 ლარის ოდენობით გადაეცა.

გამარჯვებული გუნდი თასებითა და მედლებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, მასტერლიგის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან ლაშა ჭეიშვილთან ერთად დააჯილდოვა.

ბორჯომიის მერიის ცნობით, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად შოთა შერგელაშვილი, საუკეთესო მეკარედ კი თორნიკე ბარბაქაძე დასახელდნენ. ტურნირის გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა, ანგარიშით 4:2.

II ადგილზე „თორელები 2020", III ადგილზე კი ახალშენის საფეხბურთო გუნდი გავიდა. ბორჯომის მერიამ მეორე ადგილის მფლობელი გუნდი 600, მესამე ადგილზე გასული გუნდი კი 300 ლარით დააჯილდოვა.

ჩემპიონატი საქართველოს მასტერლიგის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება, ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთო ბორჯომის მუნიციპალიტეტი. წელს ფეხბურთის 7x7-ზე ჩემპიონატში, ბორჯომიდან სულ 6 გუნდი დარეგისტრირდა. გამარჯვებული 2 გუნდი მონაწილეობას რეგიონალურ შეხვედრაში მიიღებს, საბოლოოდ კი წარმატებული გუნდები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა