ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 207 პაციენტიდან 45 რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადება, 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 22 პაციენტს მუდმივ რეჟიმში ჟანგბადი მიეწოდება.

"კლინიკაში მოთავსებული 6 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათ კოვიდკარანტინში გადავიყვანთ.

რაც შეეხება კლინიკაში არსებულ ზოგად მდგომარეობას, განყოფილებაში მყოფ პაციენტებს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ, რომლებსაც ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მკურნალობა უტარდებათ.

სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა",- განაცხადა გია კიკაბიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა