არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“  პრობლემა აქვს თავის წარსულთან

ამ არჩევნებში საზოგადოებას მართლაც აქვს საშუალება, რომ დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

„ირაკლი კობახიძემ მართლაც სწორი პოლიტიკური შეფასება გააკეთა, მართლაც არაერთი არგუმენტი არსებობს იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და ჩვენი გამარჯვებით მოხდეს პოლიტიკური ველიდან ისეთი დესტრუქციული პარტიის გაყვანა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რა თქმა უნდა, დემოკრატიის გაძიერებასთან, თავისუფალ არჩევნებთან ერთად, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება, ამ არჩევნებში საზოგადოებას მართლაც აქვს საშუალება , რომ ეს დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან.

რაც შეეხება იმ პოპულისტურ არგუმენტებს, რაც ამ შეფასების პასუხად მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან და მათი მხარდამჭერებისგან, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი დემოკრატია, სადაც საზოგადოება არჩევნებით იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. „ქართული ოცნება“ არის მომავალზე ორიენტირებული, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი აქვს პრობლემა თავის წარსულთან და აქვს უმძიმესი კითხვები, რომელზეც პასუხები არ არის გაცემული მათი მხრიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს