კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას 4 მილიონი მოხმარდება

რეგიონებში მოსახლეობის გაუმჯობესებული წყალმომრაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად, კომპანიამ კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

„კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რეგიონში საგრძნობლად შემცირებულია წყლის დებიტი, რის შედეგად მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. გარდა ამისა, დაზიანებულია მილები და ხშირია წყლის დანაკარგები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქარელისა და კასპის მოსახლოება, ჯამში 20 ათასზე მეტი ადამიანი გაუმჯებესებული, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს