ზაზა ვაშაყმაძე რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც ნაყოფების დღესასწაული აღინიშნა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები დღეს რუსთავს ეწვივნენ, სადაც ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ ნაყოფების დღესასწაული აღნიშნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთათვის და მრევლისთვის ეს დღე სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო.

"დღეს ეკლესიის სატრაპეზო გაიხსნა. როგორც ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსმა პასტორმა, გიორგი ჩიტაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, სწორედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მისი თავმჯდომარის უშუალო ჩართულობის შედეგად, 2016-2018 წლებში, სახელმწიფოსგან გადაეცათ ეკლესიის შენობის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით და დამატებით მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი 250 კვ.მ), სადაც მოეწყო სატრაპეზო. უფროსმა პასტორმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს რელიგიური გაერთიანების მიმართ არაერთგზის აღმოჩენილი თანადგომისათვის.

სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სააგენტოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე სააგენტოსა და ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას შორის ჩამოყალიბებული კონსტრუქციული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სახელმწიფო კვლავაც გვერდში დაუდგება რელიგიურ თემებს, რაც ჩვენი ქვეყნის ტოლერანტული ბუნების კიდევ ერთი გამოხატულება და იმ პრინციპების ერთგულებაა, რასაც დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა ჰქვია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა