გოჩა ენუქიძემ შეხვედრები ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდერის თემების მოსახლეობასთან გამართა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდერის თემების მოსახლეობასთან გამართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე სოციალურ პროგრამებზე, საგადასახადო შეღავათებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

"აუცილებლად ვიზრუნებ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, გაგრძელდეს სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, შიდა სასოფლო გზებისა და წყალსადენების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესი”, - აცხადებს ენუქიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს