ნინო ბურჯანაძე ოზურგეთში ამომრჩევლებს შეხვდა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

დღეს ნინო ბურჯანაძე ოზურგეთში მხარდამჭერებს შეხვდა.

"შიმშილის ზღვარზე მყოფი სოციალურად დაუცველი ადამიანები, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური სტატუსი, უმუშევრობა, რეგიონიდან გასული ახალგაზრდები და უიმედობა - პრობლემები, რომელიც ოზურგეთის მოსახლეობას აწუხებს. მე და ჩემი გუნდი დავარწმუნებთ ამ ადამიანებს, რომ სწორედ ჩვენ გვაქვს ძალა და გამოცდილება, რომ ქვეყანაში ვითარება რეალურად შევცვალოთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ამომრჩევლებს მოუწოდა არ შეშინდნენ, მტკიცედ მიიღონ გადაწყვეტილება და 31 ოქტომბერს ,,ქართული ოცნებას” უთხრან - არა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ერთიანი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა