აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა ბერიძე აცხადებს, ე.წ. ოცნების ქალაქში 1740 ოჯახი ცხოვრობს და ხელისუფლება კი მხოლოდ 520 ოჯახისთვის აშენებს ბინას.

მარინა ბერიძის განცხადებით, შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, დასახლებაში ბინები ყველას გადაეცეს და ყველა კატეგორიის მცხოვრები დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს არ წყვეტენ.

"ახალ კორპუსში 542 ბინა იქნება და არ ვიცით ვინ მიიღებს და რა კრიტერიუმით მოხდება ბინების გადანაწილება. ე.წ "ოცნების ქალაქში" 1740 ოჯახი ცხოვრობს, რომელიც საცხოვრებელ ბინას ელოდება. ჩვენი მოსახლეობა ექვს კატეგორიას შეადგენს - აქ არიან შშმ პირები, მარჩენალ დაკარგულები, ეკომიგრანტები და ა.შ. მთავრობა პასუხს არ გვცემს, მიიღებს თუ არა ყველა კატეგორია ბინას, ჩვენ ამისთვის 9 წელია ვიბრძვით. საცხოვრებელი არ გვაქვს, რადგან დამეწყრილი ტერიტორიებიდან ვართ. "ოცნების ქალაქში" მცხოვრებ ბავშვს ბინა აუცილებლად უნდა გადაეცეს", - განაცხადა მარინა ბერიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა