რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებენ შეიარაღების სახით

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი სომხეთს შეიარაღებას აწვდიან.

მისი თქმით, სომხეთმა მეორედ დაარღვია ზავი.

ეს განცხადება მან შირნაქის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია „ტვიტერის“ გვერდზე განხორციელდა.

„რას ამბობენ ისინი იმაზე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ აზერბაიჯანელ ძმებს? რას ამბობს მინსკის სამეული - აშშ, რუსეთი და საფრანგეთი? ისინი მხარს უჭერენ სომხეთს. ისინი სომხეთს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებენ შეიარაღების სახით. ისინი გამოდიან სომხეთის მხარეს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი