ფოთში, 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ფოთში, 19 ოქტომბრიდან, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავა, ამის შესახებ ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ განაცხადა.

მისი თქმით, მე-12 საჯარო სკოლაში ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ ერთ დაწყებითი კლასს ჩაუტარდება.

„სამინისტროს მივაწვდით ინფორმაციას, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის თაობაზე. მე - 12 საჯარო სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა