რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება

რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში, საზოგადოება „რუსთაველების“ ორგანიზებით, ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ღონისძიება, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ტბასთან გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-12 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა რუსთავისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ამ უმშვენიერეს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა რუსთაველ ნიჩბოსანთა ახალ კლუბს. ეს კლუბი შესაძლებლობას მისცემს, რუსთაველებს და არა მხოლოდ რუსთაველებს, რომ ასეთ ულამაზეს სპორტის სახეობას დაეუფლოს, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირებსაც მოვაწყობთ და უცხოელ სპორტსმენებსაც ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა არის საუკეთესო მაგალითი, იმისა თუ როგორ შეუძლია ბიზნესს წვლილი შეიტანოს სპორტის განვითარებაში.

,,ნამდვილად სანიმუშო დღეა რუსთავში, ეს დღე არის იმის მაგალითი თუ როგორ შეუძლია ბიზნესს აქტიური წვლილი შეიტანოს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში. მადლობა მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარეს ამ შესანიშნავ საქმეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებლის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, ორ თვეში რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება და სპორტული ინფრასტურუქტურა მოეწყობა.

,,სპორტის ეს სახეობა, რუსთავში წლების წინ საკმაოდ მძლავრად იყო განვითარებული. დღეს ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მეგობრებთან და ინვესტორებთან ერთად, ჩაგვეყარა საფუძველი ნიჩბოსანთა სკოლის მშენებლობისთვის. ორ თვეში აქ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსანთა კლუბი და სპორტული ბაზა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებელმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს