არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა, რომელთაც სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. ამის შესახებ “ინტერპერესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"ოზურგეთის კლინიკაში მოვინახულე ბავშვები, ბაღის აღსაზრდელები, რომელთაც სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის, გართულებებისგან თავის ასარიდებლად ისინი კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით, ექვსივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედი მაქვს, მალე გაეწერებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. სახელმწიფო სრულად აფინანსებს მათთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ცნობისთვის, ოზურგეთში საბავშვო ბაღების 83 ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს, რის გამოც ბაღები დაიკეტა. 3 მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა