თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. Covid - 19 დაუდასტურდა ამავე სკოლის მოსწავლის მშობლებსაც.

ინფორმაციას ადასტურებენ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებულ მასწავლებელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ხვალიდან დაიწყება.

კორონავირუსი დადასტურდა თელავის კიდევ ერთ სკოლაში. ვირუსზე დადებითი პასუხი მე-9 საჯარო სკოლის ორი მოსწავლის ტესტმა აჩვენა.

როგორ გაგრძელდება სწავლა ორივე სკოლაში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, კახეთში covid-19-ის 150-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო