კორონავირუსის შემთხვევის გამო, თელავში, მეფე ერეკლე II-ის სახელობის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

თელავში, მეფე ერეკლე II-ის სახელობის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებელთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ცოტა ხანში დაიწყება.

ირაკლი შიოშვილის თქმით, ინფექციის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტა ქორეოგრაფიული, მუსიკალური და სპორტული წრეები, სადაც ჯგუფური სწავლება მიმდინარეობს.

რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის 150- ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული.

სპეციალისტების განმარტებით covid19 იფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო