ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე გამოკვლევა 66 პირს ჩაუტარდა, საიდანაც 12-ს ვირუსი დაუდასტურდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნიდან დღემდე, კორონავირუსის 206 შემთხვევა გამოვლინდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს