„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა

საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარსექტემბერში, 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 124.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (934.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 541.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 304.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 560.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 415.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა