ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში", სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამჯერად დეზინფექცია ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ჩაუტარდა.

მათი ინფორმაციით, დამუშავდა ბაზრის შიდა და გარე პერიმეტრი. სადეზინფექციო სამუშაოებს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამჯერად დეზინფექცია ჩაუტარდა ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიებს, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

როგორც მოგეხსენებათ, ბაზარში ერთ დღეში 33 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ -19. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, თავი შევიკავოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან.

მხოლოდ საზოგადოების ერთად დგომით და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებით შევძლებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები",-აღნიშნა მერის მოადგილემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოებში ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი, ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავება" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო ჩართული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს