ფოთის მე-6 საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევის გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

ფოთის მე-6 საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევის გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, მაკა ზარანდიას ინფორმაციით, ერთ აღმზრდელს „კოვიდ 19“ დაუდგინდა. მისივე თქმით, ელოდებიან ეპიდემიოლოგების მითითებებს.

„მე-6 ბაღის აღზრდელი დაიტესტა გუშინ და პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი, შესაბამისად, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი დღით შეგვეჩერებინა სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპზე ველოდებით ეპიდემიოლოგების მითითებას შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დაახლოებით შუადღის შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მაკა ზარანდიამ.

ამასთან, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 6 ფოთში დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა