ეკატერინე ტიკარაძე - არ დავუშვებთ იმას, რომ ვირუსის  იმგვარი გავრცელება მოხდეს, როდესაც ადამიანური რესურსის არქონიდან გამომდინარე დაგვეღუპებიან პაციენტები

ჩვენი მართვის სტილით არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ვირუსის იმგვარი გავრცელება, როდესაც ადამიანური რესურსის არქონიდან გამომდინარე დაგვეღუპებიან პაციენტები, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 3000 ადამიანი მკურნალობს, ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სასტუმრო სივრცეების ათვისება და მოლოდინი, რომ საავადმყოფოები კრიტიკული პაციენტების მიღებას ვერ შეძლებენ, არ არსებობს.

"ჩვენ აქტიურად ვითვისებთ სასტუმრო სივრცეებს იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს მათი ბინაზე დარჩენისას. ამ სასტუმროებში მობილიზებული არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები და კიდევ უფრო მეტად ვაძლიერებთ სასტუმროებს ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, ის მოლოდინი, რომ ვერ შევძლოთ საავადმყოფოებში კრიტიკული პაციენტების მიღება, ამის მოლოდინი ჩვენ დღეს არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მართვის სტილით არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ვირუსის იმგვარი გავრცელება, როდესაც ადამიანური რესურსის არქონიდან გამომდინარე დაგვეღუპებიან პაციენტები. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, არსებობს საკარანტინო სივრცეები და კოვიდსასტუმროები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს