ამირან გამყრელიძე - კვირაზე მეტია გრიპის ვაქცინა გვაქვს, თუმცა  ათვისების ტემპი დაბალია

დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი და რინოვირუსი, თუმცა, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ან სხვა კორონავირუსი არ ჩანს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გრიპის ვაქცინის პირველი პარტიის ათვისების ტემპი დაბალია.

„გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ უკვე შემოსულია 25 ათასი ვაქცინა, რომელიც დანაწილებულია პოლიკლინიკებში. პირველ რიგში იცრებიან რისკ-ჯგუფები, რომლის ჩამონათვალიც დიდია. მითითება მიეცათ, რომ უნდა აცრილიყვნენ, მაგრამ კვირაზე მეტია ვაქცინა არის და ათვისება დღევანდელი დილით არის მხოლოდ სამიდან სამნახევარ ათასამდე, მეტი არა. იცრებიან ორსული ქალბატონები და სხვათა შორის გააქტიურდნენ, რისთვისაც მადლობა მათ. იცრებიან ბაღის აღმზრდელები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანები, ბავშვთა სახლების წარმომადგენლები, შიდსიანი ავადმყოფები და ჰეპატიტიანი ავადმყოფები. ჯერ ეს რისკ-ჯგუფია.

23-ის კვირაში, ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცი, შემოდის 110 ათასი დანარჩენი დოზა და კიდევ ვიყიდეთ 100 ათასი დამატებითი დოზა იგივე ფრანგული წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინის. 23-ის კვირაში შემოვა 110 ათასი და მაშინვე უნდა შემოვიდეს 100 ათასი, ეს იქნება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში, რომლითაც აიცრება დიდი რისკ-ჯგუფები - 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ვისაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტით დაავადებული ბავშვები და უფროსები, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასთმიანები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და ა.შ. ჩამონათვალი არსებობს. ვისაც ამ რისკ-ჯგუფების გარდა სურს აცრა, ამისთვის დაახლოებით, 40 ათასი დოზა ექნება კერძო სექტორს ამ თვის ბოლოდან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის კულტურა არ არის.

"გრიპზე აცრა, ვინც მე დღეს ძალიან მაკრიტიკებს, რატომ არ შემოიტანეთ აპრილშიო და რატომ არ დააბევეთო, ჯერ ერთი, გრიპის ვაქცინა მზადდება აგვისტოში და აგვისტოს ბოლოს გამოდის. იმიტომ, რომ გრიპის ვაქცინა შტამის შემადგენლობიდან ყოველწლიურად იცვლება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, თუ რა შტამის ვაქცინა უნდა დამზადდეს, იძლევა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. შემდეგ იწყებენ მწარმოებლები წარმოებას და აგვისტოს ბოლოდან გამოდის წარმოებიდან. გრიპის ვაქცინაცია ქვეყანაში დავიწყეთ 2014-2015 წლიდან. პირველად შემოვიტანეთ 5 ათასი დოზა, მეორე წელს 10 ათასი და ყოველწლიურად ვზრდიდით. კარგად მახსოვს, 40 ათასი რომ შემოვიტანეთ, 2 ათასი დოზა აუთვისებელი დაგვრჩა. შარშან შემოვიტანეთ 100 ათასი და დაახლოებით, 300-დან 500-დოზამდე აუთვისებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია გავააქტიურეთ და თავისუფალი დღეებიც გამოვაცხადეთ. წელს ვაქცინის დოზა გავასამმაგეთ. ჩვენ რომ გრიპის ვაქცინის ის მაჩვენებელი გვქონდეს, რაც აქვს საფრანგეთს და აშშ-ს, უნდა ვცრიდეთ დაახლოებით, მოსახლეობის 60%-ს. მილიონნახევარი ვაქცინა რომ იყოს დღეს ქვეყანაში, იქედან 70%-ს ვერ გამოვიყენებთ იმიტომ, რომ აცრის კულტურა არ არის ქვეყანაში. წელს 300 ათასი დოზა იქნება, მაგრამ ვნახოთ, რამდენი აიცრება. მესმის, რომ კოვიდის პირობებში მეტი აიცრება და ამიტომ გვაქვს მოლაპარაკებები, თუ დაგვჭირდა, ნოემბერში კიდევ დამატებითი დოზები შემოვიტანოთ. გრიპის ვაქცინა სავალდებულო არც ერთ ქვეყანაში არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო. თუ ამის საშუალება არის, გრიპის ვაქცინაციის რეკომენდაციას ყველას ვუწევთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გახლავთ ისეთი ეფექტური, როგორიც არის წითელას, პოლიომიელიტის, ტეტანუსის ვაქცინაცია. შეიძლება გრიპზე აიცრათ, მაგრამ მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს