შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი - რეგიონში კორონავირუსის 15 შემთხვევიდან, ყველა გორის მცხოვრებია

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 15 შემთხვევიდან ყველა გორის მცხოვრებია, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

გულედანის ინფორმაციით, რეგიონში სულ 208 კოვიდინიფიცირებული პაციენტია.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა, მათი ნაწილი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში, ნაწილი კი - მკურნალობას გადის სახლში. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რეგიონში, ჯამში, გვყავს 208 ინფიცირებული ადამიანი, 913 პირი კი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ონლაინსწავლებაზე დამატებით არცერთი სკოლა არ გადასულა“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

ამასთან, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი რეგიონის მოსახლეობას მიმართავს, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და სადღესასწაულო ღონისძიებებს.

„ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და პირადი ჰიგიენა, ასევე, მაქსიმალურად მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამასთან, მოვერიდოთ სადღესასწაულო ღონისძიებებს არა მარტო საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ასევე, ოჯახებში.

ყველას, ვისაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს, მოვუწოდებ, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე, გარშემომყოფებსაც“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა