კორონავირუსის გამო, გარდაბანში, სოფელ გამარჯვების სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ დაუდასტურა. მისი განცხადებით, კორონავირუსი სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ჯამში 19 პირს დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა.

„საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დროისათვის 19 დადასტურებული შემთხვევაა. დადასტურებულ შემთხვევებს კონტაქტები ჰქონდათ ბაგა-ბაღში, ამიტომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იქაც შეწყვეტილია. ინფიცირებულების ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია“, - განაცხადა მარინა გოგოლაძემ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 52 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 11 გამოჯანმრთელდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა