ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი დილიდან განაახლა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი დილიდან განაახლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა ლოკაციაზე განახორციელებს.

„ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს