გორში პროექტი ,,ისწავლე წარმატებისთვის’’ ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემი’’ პროექტს ,,ისწავლე წარმატებისთვის’’ ახორციელებს.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი ორიენტირებულია სკრის თემის დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსწავლე-ახალგაზრდებზე.

"ამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლებას თექის, ქარგვის, კრაფტის, კულინარიისა და კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით. პროექტის I ეტაპზე მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტების წერის, ღონისძიებების დაგეგმვისა და პრეზენტაციის, ფონდების მოძიებისა და გუნდურობის შესახებ. დასკვნით ეტაპზე კი დაგეგმილია საინფორმაციო-შემეცნებითი ვიზიტები გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ სასწავლებლებსა და მოქმედ საწარმოებში.

პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების ფარგლებში 12-17 წლის მოტივირებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ, რაც მათ შემდგომში საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა