ტყიბულის მერიაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, მოქალაქეთა მიღება შეიზღუდა, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, მოქალაქეთა მიღება შეიზღუდა. თანამშრომლების დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მერიის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტში შევძლოთ კოვიდ ინფექციის გავრცელების შეჩერება. ამ დროისთვის მერიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სანიტარული დამუშავება“, - აცხადებს ჩუბინიძე.

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში კორონავირუსით 56 პირია ინფიცირებული, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა