ქუთაისმა მოყვარულ მოჭადრაკეებს შორის ღია პირველობას უმასპინძლა

ქუთაისმა მოყვარულ მოჭადრაკეებს შორის ღია პირველობას უმასპინძლა. ღია პირველობა მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც ქუთაისის ვიცე-მერმა ირაკლი ქარქაშაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა მაია მურუსიძემ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტურნირის ქუთაისის მერიის, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ა.(ა.)ი.პ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით შედგა.

„მასში მონაწილეობა 30–მდე მოყვარულმა მოჭადრაკემ მიიღო. გამარჯვებულები და პრიზიორები სამ ჯგუფურ კატეგორიაში გამოვლინდნენ: გამარჯვებულები და პრიზიორები ქალთა შორის: ანა მარდალეიშვილი, შორენა ჯიმშელეიშვილი, ხატია კიკვიძე.

მოყვარულთა შორის: ზურაბ ხურციძე, ზვიად ჯეჯელავა, გულივერ ქარქაშაძე. მოყვარულ–პროფესიონალთა შორის: მამუკა ქოჩაკიძე, სანდრო მგელაძე, გიორგი ნეფარიძე. ნომინაციები: ყველაზე ასაკოვანი მონაწილე – ჯემალ გოდუაძე; ტურნირის აღმოჩენა – დავით ხურციძე; კომბინაციური თამაში – მიხეილ ნემსაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო