ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ბავშვთა საავადმყოფოში 100-მდე საწოლია მობილიზებული

ოკუპირებული ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფო კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა მისაღებად მზადაა, სადაც 100-მდე ავადმყოფის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალა ჩოჩიევამ განაცხადა.

მისივე ცნობით, საავადმყოფო უკვე იღებს კორონავირუსით დაინფიცირებულებს. მისივე თქმით, ამჟამად, ცხინვალის ე.წ. წითელ ზონაში 51 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 23-ს კოვიდინფექცია აქვს დადასტურებული.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ საერთო საგანმანათლებლო სკოლები ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ორი კვირით იხურება, რაც კორონავირუსს უკავშირდება.

ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მარიკა კოჩიევას განცხადებით, სკოლებში ვირუსის ცალკეული შემთხვევების გამო, სწავლა 21 ოქტომბრიდან ორი კვირით შეწყდება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 296 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 206 15 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ცხინვალმა რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო