საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ლატალში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება - ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს

ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლატალის მიმდებარე ტყეში ლოკალიზებულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს - ბუჩქნარს, ეკალბარდს და ფოთლებს, რაც იწვევს დაკვამლიანებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესამე დღეა სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე. წვიმის გამო, გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა