აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მძიმე, 10 კი კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში კოვიდკლინიკებში 588 პაციენტი მკურნალობს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კლინიკაში მოთავსებული 69 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 10 ინფიცირებული კრიტიკულად მძიმედ რჩება.
აჭარაში კორონავირუსის შედეგად ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში აჭარაში, კორონავირუსის შედეგად 75 პაციენტი გარდაიცვალა.

























