ფოთის მერია სავარჯიშო მოედნების მოწყობას აგრძელებს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მისამართზე სავარჯიშო მოედნების მოწყობას აგრძელებს.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თითოეულ ლოკაციაზე კაუჩუკის მოედანზე 10 ერთეული სავარჯიშო ტრენაჟორი მონტაჟდება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, ფიტნესზონებს და სპორტულ სივრცეებს აქტიურად ვაწყობთ. მოხარული ვართ, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს ჩვენ მიერ მოწყობილ სივრცეებს. საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს 14 ასეთი ზონა გვექნება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 240 000 ათასი ლარი დაიხარჯება. სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა“, - განაცხადა ფოთის მერის მოადგილემ.

ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზი, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს