ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, ასევე კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა. მხარის რწმუნებული 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა.

„იმისათვის, რომ რეგიონში ინფიცირებულებს პირველადი დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე შესაბამისი დახმარება გავუწიოთ, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ყველა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა. კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული თითოეული თქვენგანი არ იშურებთ ძალისხმევას და 24-საათიან რეჟიმში გვერდით უდგახართ ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. თქვენ იცით, რომ რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რიცხვი, რადგან შევძლოთ თითოეული პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა. გარდა ამისა, ექიმთა ყველა რგოლი არის ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მე მჯერა, ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ვირუსის დამარცხებაში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა და რიგი ხარვეზები ადგილზე აღმოიფხვრა.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში 372 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს