N 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

N 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. N 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, კომისის წევრების ახლით ჩანაცვლება მოხდება.

საუბარია კომისიის სამ წევრზე, საიდანაც 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მესამეს მეუღლეს დაუდასტურდა ვირუსი და ამის გამო, კომისიის მესამე წევრი თვითიზოლაციაშია გადასული.

„ერთი არის ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრი, ორი მათგანი არის პარტიის მიერ არჩეული.

რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ იქნებიან საარჩევნო უბანზე 31 ოქტომბერს, ამიტომ ოლქის მიერ არჩეულ კომისიის წევრთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ კონკურსს. ეს ადამიანი განცხადებით მოგვმართავს, რომ შევუწყვიტოთ უფლებამოსილება და ასევე მოხდება პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებზე. პარტიას ორი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ კომისიის წევრები. იმ უბნებში, სადაც დაფიქსირდა ვირუსი, დავხურეთ ერთი დღით საარჩევნო უბნები და მოვახდინეთ დეზინფექცია,“- განაცხადა სალომე როდონაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა