პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ნიკოლოზ ვაშაკიძე გამოიკითხა

დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურის კითხვებს უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

გენერალურ პროკურატურაში ის გამოძიების კითხვებს, განმეორებით, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, კირიონი ამ საქმეზე მიცემულ ჩვენებაში ჰყვება, გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისათვის 1996 წლის 13 ივნისს დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, რომლითაც რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წლის რუკაზე დატანილი სასაზღვრო ხაზის მიხედვით, მელაშვილი კი საყრდენად შემდგომი წლების რუკებს იყენებდა. კირიონის თქმითვე, 2014 წელს, გაზაფხულზე, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრას ნოდარ ხორბალაძე, თედო გორგოძე და მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ესწრებოდნენ. არქიმანდრიტი ჩვენებაში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საკითხი მისი, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ღირსების საქმედ გაიხადა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ